წესები და პირობები

სამომხმარებლო შეთანხმება (მომსახურების წესები და პირობები)

ბოლოს განახლდა: 01.09.2019

მოგესალმებით კომპანია „დანიური სახლი“-ს ვებ-გვერდზე.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.Danishhouse.ge -ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.

 ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

ჩვენი მომსახურება 

Danishhouse.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე  ვებ- გვერდის www.Danishhouse.ge  საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი  პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.

Danishhouse.ge - ის ელექტრონულ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს რეალური მაღაზიები, ჩვენი ფილიალები სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს Danishhouse.ge - ის ელექტრონულ საწყობში არსებული პროდუქცია.

აქედან გამომდინარე ვაჭრობა მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს Danishhouse.ge - დან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

Danishhouse.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, (გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე) იხილეთ Danishhouse.ge - ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად. 

 თქვენი  ანგარიში და  პროფილი

 Danishhouse.ge - ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ Danishhouse.ge - ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ აღნიშნულ ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ Danishhouse.ge - ს თქვენი ანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ Danishhouse.ge - ის თქვენი ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

Danishhouse.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით.

როდის არის შესაძლებელი პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში,  მათ  შორის დღესასწაულებზე.

როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა ჩვენს საიტზე მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე, რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან. 

ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიტანის სერვისს ახორციელებს კომპანია "ჩემი ფოსტა“.

ტრანსპორტირების ფასი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიწოდება ფასიანია:

თბილისის მაშტაბით: 5 ლარი;

საქართველოს დანარჩენი ტერიტორია: 15 ლარი:

ტრანსპორტირების სისწრაფე

ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე. აქედან გამომდინარე, პროდუქტის მიწოდებას შეიძლება დასჭირდეს 1-3  დღე*.  შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათობით 15:00 საათამდე.

კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს და აცნობებს შეძენილი ნივთის მიწოდების დროს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი კურიერს არ დახვდება მის მიერ მითითებულ მისამართზე, ნივთი ბრუნდება „დანიური სახლის“ ცენტრალურ ფილიალში, მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 158, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს თვითონ გაიტანოს შეძენილი ნივთი ფილიალის სამუშაო საათებში.

*გთხოვთ გაითვალისწინეთ, აქციის ან/და დღესასწაულების პერიოდში განხორციელებული შეკვეთების ჩაბარება შეიძლება დაგვიანდეს 1-2 სამუშაო დღით!

პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

Danishhouse.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. Danishhouse.ge - ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.

ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება

  1. შეძენილ პოდუქციაზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დაბრუნების ვადა განისაზღვრება პროუქციის მიღებიდან 14 დღით (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
  2.  დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებელი სარეალიზაციო იერსახე და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
  3. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია დანიური სახლის ცენტრალურ ფილიალში;ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 158.
  4. ფასდაკლებული პროდუქცია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  5. თანხა დაგიბრუნდებათ 2-დან 5 დღემდე შუალედში იმ ანგარიშზე საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ ჩვენ მიერ დასამუშავებელი ან კონტროლირებადი თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ ან/და იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადის პირობებს. აღნიშნულის მიზანია განგიმარტოთ თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე.

მონაცემების დამუშავება

მონაცემთა დამუშავება ნიშნავს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას. სრულად იქნება დაცული მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული პრინციპები და უსაფრთხოების ნორმები. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. 

ონაცემებირომლებსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ

 ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: სახელს,  გვარს,  დაბადების თარიღს, პირად ნომერს, პირადობის მოწმობის მონაცემებს (დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, მისი მოქმედების ვადა, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება), მომსახურების გაწევის მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი, სააბონენტო ნომერი), საბანკო ბარათის და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაციის შენახვა ხდება პარტნიორი ბანკის მიერ და სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე). 

მონაცემთა დამუშავების მიზნები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  1. მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის; 
  2. მარკეტინგული კვლევებისთვის - იმისთვის,რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
  3. თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS  შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს, ასევე სხვა მიზნებისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
  4. პროდუქტის შეძენისა და დანიშნულების ადგილზე მიტანის მიზნით;
  5. ონლაინ განვადებისთვის;

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე, ამისათვის უნდა მოიწეროთ ელ.ფოსტით info@dgholding.ge, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემების დამუშავებას უარის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.