კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ ჩვენ მიერ დასამუშავებელი ან კონტროლირებადი თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ ან/და იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადის პირობებს. აღნიშნულის მიზანია განგიმარტოთ თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე.

მონაცემების დამუშავება

მონაცემთა დამუშავება ნიშნავს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას. სრულად იქნება დაცული მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული პრინციპები და უსაფრთხოების ნორმები. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. 

ონაცემებირომლებსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ

 ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: სახელს,  გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, პირადობის მოწმობის მონაცემებს (დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, მისი მოქმედების ვადა, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება), მომსახურების გაწევის მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი, სააბონენტო ნომერი), საბანკო ბარათის და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაციის შენახვა ხდება პარტნიორი ბანკის მიერ და სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე). 

მონაცემთა დამუშავების მიზნები

 ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  1. მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის; 
  2. მარკეტინგული კვლევებისთვის - იმისთვის,რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
  3. თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS  შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს, ასევე სხვა მიზნებისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
  4. პროდუქტის შეძენისა და დანიშნულების ადგილზე მიტანის მიზნით;
  5. ონლაინ განვადებისთვის;

 თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე, ამისათვის უნდა მოიწეროთ ელ.ფოსტით info@dgholding.ge, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემების დამუშავებას უარის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.