თქვენი ანგარიში და პროფილი

Danishhouse.ge - ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ Danishhouse.ge - ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ აღნიშნულ ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ Danishhouse.ge - ს თქვენი ანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ Danishhouse.ge - ის თქვენი ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

Danishhouse.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით.

როდის არის შესაძლებელი პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში,  მათ  შორის დღესასწაულებზე.

როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა ჩვენს საიტზე მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე, რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან.