ტრანსპორტირება
ტრანსპორტირების არეალი
ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიტანის სერვისს ახორციელებს კომპანია "ჩემი ფოსტა“.
ტრანსპორტირების ფასი
ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიწოდება ფასიანია:
თბილისის მაშტაბით: 5 ლარი;
საქართველოს დანარჩენი ტერიტორია: 15 ლარი:
ტრანსპორტირების სისწრაფე
ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე. აქედან გამომდინარე, პროდუქტის მიწოდებას შეიძლება დასჭირდეს 2-5 დღე*. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათობით 15:00 საათამდე.
კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს და აცნობებს შეძენილი ნივთის მიწოდების დროს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი კურიერს არ დახვდება მის მიერ მითითებულ მისამართზე, ნივთი ბრუნდება „დანიური სახლის“ ცენტრალურ ფილიალში, მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 158, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს თვითონ გაიტანოს შეძენილი ნივთი ფილიალის სამუშაო საათებში.
*გთხოვთ გაითვალისწინეთ, აქციის ან/და დღესასწაულების პერიოდში განხორციელებული შეკვეთების ჩაბარება შეიძლება დაგვიანდეს 1-2 სამუშაო დღით!
პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი
Danishhouse.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. Danishhouse.ge - ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.