ჩვენ შესახებ

„დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, მან განვითარების საკმაოდ ბევრი ეტაპი განვლო დაარსებიდან დღემდე. დანიურ სახლს აქვს არაერთ მოწინავე ევროპელ მწარმოებელთან კავშირი და თანამშრომლობა; ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპის სხავადასხვა ქვეყნიდან ავეჯის, ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.
დღესდღეობით, საქართველოში წარმოდგენილია დანიური სახლის 6 ფილიალი, კერძოდ 3 თბილისში, ხოლო 3 ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, თუმცა დანიური სახლი მომავალში გეგმავს მოიცვას სხვა რეგიონებიც; ჩვენი პროდუქცია მოიცავს ტექსტილის, საოფისე ავეჯისა თუ საძინებლების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების თავისუფალ არჩევანს; გვყავს უამრავი ერთგული მომხმარებელი, რომელთაც ვთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს; გვაქვს სხვადასხვა აქციები და შემოთავაზებები, როგორიცაა პროდუქციის უფასო მიტანისა და აწყობის სერვისი.
„დანიური სახლი“ წლების მანძილზე ინარჩუნებს თავის სახესა და ხარისხს, გთავაზობთ თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ასორტიმენტს ჩვენს ფილიალებში, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი თქვენი სახლისთვის.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანიურ სახლში!фильмы бесплатно